Thursday 6 January 2011

სახლია - კომუნა?!


სახლი-კომუნა არის 1920-იან წლებში გაბატონებული იდეოლოგიის ამსახველი საცხოვრისის ტიპი, რომლის მთავარი კონცეპცია იყო  კოლექტივიზაცია, ინდივიდუალური სივრცის მინიმუმამდე დაყვანა, არქიტექტურული ენის სტერილურობა. "1928 წელს გამოიცა „სახლ-კომუნის დებულება“.
ამ ტიპის სახლებში უნდა ჩასახლებულიყვანენ სოციალურ-იდეოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად ერთგვაროვანი პირები. „დებულების“ თანახმად, ჩასახლებულებს ეკრძალებოდათ ახალ საცხოვრისში ძველი ავეჯისა თუ სამეურნეო მოწყობილობისა და ნივთების გადმოტანა. სახლ-კომუნაში გადასვლა მოასწავებდა სრულიად ახალი ცხოვრების დაწყებას, ძველი ინდივიდუალური თუ ოჯახური მეხსიერების ამოშლას; ყოფის ყველა ასპექტი უნდა დამორჩილებოდა კოლექტივიზაციის უზენაეს ამოცანას. განმარტებული იყო, რომ კოლექტივიზაციის ექვემდებარებოდა, უწინარესად, ბავშვთა აღზრდა, კვება, რეცხვა, კულტურული მოთხოვნილებები, ამიტომაც, საცხოვრებლის უჯრედი გათვაილსწინებული იყო ერთი ან ორი ადამიანის დასაძინებლად. მხოლოდ სახლ-კომუნების არქიტექტურული პროექტები ხორცს ასხამდა ამგვარ იდეოლოგიურ ხედვას. უკიდურესად რადიკალური პროექტები „საძილე კაბინას“ უთმობდა 5-6 კვ. მ. , ხოლო საზოგადოებრივი სათავსების ფართობი იანგარისებოდა 1 ადამიანზე 3 კვ. მ. ოდენობით." (ლადო ვარდოსანიძე. "ქალაქური საცხოვრისის ასწლიანი იდეოლოგიურ-პოლიტიკური პერსპექტივები - რუსეთის იმპერიიდან დამოუკიდებელ საქართველომდე")


მოსკოვი. ხავსკო-შაბალოვსკის გამზირი(проезд). სახლი-კომუნა, 1926-1928წწ. არქ. გ. ვოლფენზონი, ე. ვოლკოვი და ს. აიზიკოვიჩი. პირველი სართულის გეგმა

დღეს კომუნალური საცხოვრისი არანაკლებ აქტუალურ თემაა: ერთის მხრივ, არსებობს ადამიანის გაუცხოების პრობლემა (მარტოობა მეგაპოლისში), მეორეს მხრივ - ის უარყოფითი გამოცდილება, რაც წინა საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა პროექტება აჩვენა: პრივატულობის, ინდივიდუალური სივრცის შექმნის აუცილებლობა. ინტერნეტში გადავაწყდი ორ ძალზედ საინტერესო სტუდენტურ პროექტს, რომლის მსგავსი, სამწუხაროდ, საქართველოში ცოტაა (საერთოდ თუ არსებობს) და არც უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში შედის (რა თქმა უნდა, ფერმერის სახლი გაცილებით მნიშვნელოვანია).

კომუნისტური მემკვიდრეობის გადააზრების პროექტი „სახლი-კომუნა  საერთო(დ) კარის გარეშე"  ("Дом-коммуна без единой двери"), რომელიც იყო წარმოდგენილი 2009 წლის გამოფენაზე „Арх Москва“, ეკუთვნის რუს სტუდენტ არქიტექტორს - ანასტასია ჩერნიშევას. ის გვთავაზობს მომავლის სოციალური მოვლენისთვის - ჯგუფური ქორწინებისთვის განკუთვნილ საცხოვრისის კონცეპტუალურ პროექტს.






სრული ვერსია იხილეთ აქ.


 შვედი სტუდენტების ჯგუფმა - We Are You Architects - შექმნეს   ცათამბჯენი სახელად „სასიამოვნო დღეს გისურვებთ“ (“Have a nice day”). ის ძირითად შედგება საერთო სივრცისგან და კერძო სტუდენტური „საცხოვრებელი ბლოკებისგან“, რაც, თავისი ტიპოლოგიით ერთგვარი ასლია საბჭოთა სახლი- კომუნისა მეტ-სახელად "სოციალიზმის ცრემლი"( «Слеза социализма»).






სრულად პროექტი იხილეთ აქ.

როდესაც ამბობენ  "მე მეზობელთან  მხოლოდ საერთო სახურავი და ეზო არ მაკავშირებსო" - ზოგჯერ გულისხმობენ იმას რომ მათ მჭდრო სოციალური კავშირი აქვთ, ზოგჯერ კი იმას, რომ ისინი სამზარეულოს, შესასვლელს, ტუალეტს და ვინ იცის კიდევ რას იყოფენ. მაშ, სახლია - კომუნა?





3 comments:

  1. public livingroom momewona

    ReplyDelete
  2. ამ კუთხით საინტერესოა, თბილისში მოქმედი კანონმდებლობა თუ როგორ არეგულირებს სამეზობლო მიჯნებს:
    http://www.box.net/shared/jmm9gejdqp
    http://www.box.net/shared/5089v3skhx
    ერთისმხრივ ეს კანონი არეგულირებს და იცავს სამეზობლოს უფლებებს, თუმცა საცხოვრებელი ერთეულების აბსოლიტური იზოლირებას ახდენს.

    ისტორიულ ნაწილში განსაკუთრებით კონტრასტირებულია ეს ახალი სახლები ძველთან.

    ReplyDelete
  3. თბილისში რომელი სახლები იყო ,,სახლი კომუნები''?

    ReplyDelete