Friday 7 January 2011

პარა - ბინა

ის ფაქტი, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე სიტყვა "უსახლკარო" მთავრდება ასეთი შედეგით -
 ვეძებთ
0 ჩანაწერია ნაპოვნი | ძებნა - უსახლკარო



 - არ ნიშნავს იმას, რომ უსახლკაროები არ გვყავს და სწორედ მათი იგნორირება არის, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელ საქართველოში.


პროექტი, რომელის ავტორია მიხეილ რაკოვიჩი , არის ამ პრობლემისადმი მეტი ყურადღების მიქცევის მცდელობა. მან შესთავაზა უსახლკაროებს "პარა-ბინა", რომლის დამზადება შეიძლება პოლეიტილენის პარკებისგან.

პარასიტის -  paraSITE მთავარი იდეა მდგომარეობს უსახლკაროების მიმართ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მიერ ერთგვარი სოლიდარობის გამოვლენა და მათთვის დროებით დონორად ყოფნა: პარაზიტიზმი (ბერძნ. parasitos ვინც სხვის ხარჯზე იკვებება) უცხო სიტყვათა ლექსიკონში განიმარტება როგორც სხვადასხვა სახეობის ორ ორგანიზმს შორის დამოკიდებულების ფორმა, როდესაც ერთი მათგანი (პარაზიტი) იყენებს მეორეს როგორც კვების წყაროს. ასე წარმოიშვა პარასიტი.



„პარასიტის“ იდეა არის არსებული შენობების სავენტილაციო სისტემებიდან გამოსული თბილი ჰაერის გამოყენება უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრისთის.



 "ყველგან მეცხოვრება" კონცეპცია ადრეც გაჟღერებულა - ლეგენდარული არქიგრემის ჯგუფის წევრმა, მაიკლ ვებმა ის საკუთარ თავზეც კი მოსინჯა. ეს იყო გასაბერი კაპსულა, სადაც თავისუფლად თავსდებოდა ადამიანი და რომელიც განასახიერებდა XXI საუკუნის საცხოვრისის ახალ მობილურ ტიპს.




 მართალია, ეს გასაბერი პარასიტები ვერ შეცვლის ღირსეულ თავშესაფარს, მაგრამ როგორც პროექტის ავტორი ამტკიცებს, ქალაქში გავრცელებულმა ასეთმა პარასიტებმა მოსახლეობის ყურადღება მიიქცია. პრობლემის აღიარება კი იქცა პირველ ნაბიჯად ამ ურთულესი ამოცანის დაგაჭრის გზების ძიებისკენ.

პროექტი განხორციელდა ქალაქ ლუბლიანაში, სლოვენიის დედაქალაქში, თბილისის დაძმობილებულ ქალაქში, თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის მიერ.















































No comments:

Post a Comment