Friday 19 August 2011

ყველაფერს თავისი სახელი რომ ერქვას



გურია news -ის სტატიაში -” საცხოვრებელი სახლები შეუძინეს” - ნათქვამია: ”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მეწყრით, ხანძრით და სხვა სახის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამის შესაბამისად, უსახლკარო, მრავალწევრიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სახლები შეუძინა.”

ფაქტი ძალიან ჰუმანურია, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან მთლად სწორი მაინც არ არის. სტატიაში არაფერია ნათქვამი ”საჩუქარი” სახლების საკუთრების უფლებაზე. მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწაზე აშენდა ახალი სახლი და სრულიად უსასყიდლოდ და გამოყენების შეუზღუდავი უფლებით გადაეცათ ახალ მესაკუთრეებს? თუ ეს არის თანამონაწილეობაა (მიწა მესაკუთრესია)? რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახლების მესაკუთრეებს თუ მფლობელებს? არის ეს ერთჯერადი პროგრამა თუ მისი მდგრადობის (ოჰ არ მიყვარს ეს სიტყვა დაუკეთესი არაა) - განგრძობადობისთვის შექმნილია რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც მართავს საცხოვრებელ ფონდს? ისიც ცნობილია (მართალია, არაფორმალურად), რომ არსებული საბინაო ფონდი საკმარისია (მინ. მოსახლეობისგან დაცლილ დასავლეთ საქართველოში) იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მოსახლეობა. მაშ, რატომ გახდა აუცილებელი ახალი სახლის მშენებლობა? იქნება უფრო სწორი იქნებოდა არსებულის რეაბილიტირება, რადგან ეს ერთჯერადი დახმარებაა?

და რაც მტავრია - მთელი მსოფლია ასეთ სახლებს სოციალურ საცხოვრისს უწოდებს (თუ არ გჯერათ, გადახედეთ გაეროს ვებ-გვერდს) და საკმაოდ წარმატებულადაც ყიდის მას ამომრჩევლებში - ” მუდამ თქვენზე მზრუნველი მუნიციპალიტეტი” ლოზუნგებით.

No comments:

Post a Comment