Thursday 9 June 2011

გიგი უგულავას ვიდეოკონფერენცია


2011 წლის 9 ივნისს ქ. თბილისის მერმა ბ-ნ გიგი უგულავამ სოციალური ქსელში "შეხვდა" მოსახლეობას. Facebook-ის მომხმარებლებს შეეძლოთ, დღის განმავლობაში, დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა, რომელზედაც პასუხს ისინი შემდგომ გამართულ ონლაინ ვიდეოკონფერენციის დროს მიიღებდნენ. ეს იდეა თავად თბილისის მერს ეკუთვნოდა და რისთვისაც "დახმარებისთვის" მიმართეს ჟურნალ "ტაბულას", რომელიც სოციალური ქსელის ერთ-ერთ აქტიურ მოხმარებლად ითვლება. თანაც, ჟურნალი "ტაბულას" მთავარ რედაქტორს უკვე აქვს ურბანულ საკითხებზე გამართული ღონისძიების ფასილიტატორობის გამოცდილება.
ტრადიციულად, თბილისის მოსახლეობა ითხოვდა მერიის დახმარებას სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ზოგს სახლი ენგრეოვა, ზოგს გარაჟი; უამრავი შეკითხვა იყო ქალაქის ცალკეული უბნების, კვარტლების წყალმომარაგება-კანალიზაციის უზრუნველყოფასთან დაკავშრებით; ყურადღების გარეშე არ დარჩენილა პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", არც დაუმთავრებელი მშენებლობები, არც დევნილების საცხოვრისით უზრუნველყოფათან დაკავშირებული პრობლემები, არც უკანონო მშენებლობებისა და მიტაცებული მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის საკითხები. ქვემოთ მოცემულია სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც, მართალია, არ მიეკუთვნებიან ხშირად დასმულ შეკითხვებს, მაგრამ უთუოდ საჭიროებენ ყურადღებას. (სტილი შენარჩუნებულია)


ასევე რიყეზე პარკის დაცვის თანამშრომლები გამოირჩევიან განსაკუთრებული უხეშობით და რატომღაც თვლიან, რომ პარკში დამონტაჟებულ ხის მერხზე ისე უნდა იჯდე, როგორც სკოლის მერხთან და შენიშვნებს აძლევენ წყვილებს, რომლებიც პარკში ერთმანეთს კოცნიან :((((

რატომ არ მოქმედებს არქიტექტურულ–გეგმარებითი საბჭო?
"საქ. კანონი არქიტ. საქმ. შესახებ"
"თ. 7.პ4. მთ. არქიტექტორთან მოქმედებს არქიტექტურულ–გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან,აქვს თვითმმართველობის და მმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული და ცენტრალურ ორგანოსთან შეთანხმებული დებულება."



Shota Baxtadze ბავშვებს არა გვაქვს გლდანში საცურაო აუზი.გთხოვთ აგვიშენოთ.



ბატონო გიგი, ვცხოვრობ ვაკეში, სამების ეკლესიასთან და საკმაოდ ხშირად ვიყენებ გადასასვლელ ხიდს, რომელზეც ბოლო რამდენიმე თვეა გააკეთეს საბავშვო ეტლების ასასვლელიც. ეტლის ასასვლელი არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება, არც ერთი ეტლის ზომაში არ ჯდება.






ავტობუსის გაჩერებებზე კეთდება ელეკტრო ტაბლოები, რაც კარგია. მაგრამ იქნებ აგვიხსნათ რატომ კეთდება მარჯვენა მხარეს, და არა მარცხენა მხარეს. კურიოზული სიტუაციაა, რომ უყურო 10-15 წუთი. განსაკუთრებით ქალაქის სტუმრები ,,ბზრიალებენ,,:) წარმოიდგინეთ ხართ მგზავრი, ავტობუსს ელოდები მარცხნიდან და ტაბლო დგას მარჯვნივ. ტაბლოს ყურებაში ისე მოდის და მიდის ავტობუსი, რომ უკვე გვიანაა...



მოგესალმებით ბატონო გიგი!გთხოვთ გაგვარკვიოთ რა ხდება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით?როდის დაიწყება საბუთების მიღება და ფასიანი იქნება თუ უფასო? გმადლიბთ.



მოგესალმებით, თქვენთვის ალბათ ცნობილია რომ თბილისში, ნინოშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გახსნილიყო აგრარული ბაზარი, სადაც ხალხმა გადავიხადეთ ფული. ჩვენ, დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები გეკითხებით,როდემდე უნდა ვიყოთ და ვიმუშავოთ ანტისანიტარიულ პირობებში, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი რატომ არ ფუნქციონირებს ეგ ბაზარი და როდის გადაგვიყვანთ მოვაჭრეებს ახალ ბაზარში.



Batono Gigi,Hotelos bi poblagodarit vas za to,chto vi sdelali dlia nashego goroda i prevratili Tbilisi v skazku! I Batono Gigi, hotelos bi takje soobshit o sushestvuiushih problemah. Trotuar, eto mesto,gde peshehod doljen chuvstvovat sebia v bezopasnosti, a ne boiatsa chto ego zatsepit, zadavit ili pereedet mashina, pitauishaiasa priparkovatsa. U nas ubeditelnaia prosba vesti zakon,zapreshaushii mashinam ezdit po trotuaram i parkovatsa tam.i vtoroe: zagajennie trotuari. Vo mnogih gorodah Europe i USA strogo zapresheno,gadit na peshehodnih trotuarah: libo hozaeva doljni ubirat za svoimi pitomtsami, libo eti pitomtsi doljni isprajnatsa v opredelennih mestah. nas interesuet, kogda budet vveden takoi zakon i u nas, chtobi mi mogli spokoino hodit po chistim trotuaram i ne videt eti ekskrementi. spasibo bolshoe i Ochen nadeus, chto segodnia poluchu otveti na moi voprosi :)





ბატონი გიგი როდის განთავისუფლდება რუსთაველის პროსპექტი მათხოვრებისგან . უცხოელი სტუმრები რუსთაველზე გავასეირნე და მათხოვრების მთელი ჯგუფი ლაღიძის წყლებიდან რუსთაველის მეტრომდე მოგვყვებოდნენ.
3 hours ago ·  · 
    • Ani Xucishvili ras nishnavs,gatavisufldes??gayras upireb rustavelidan tu dasaqmebas gulisxobdit?



ბატონო გიგი ძალიან ბევრი რუსთაველი მუშაობს დედაქალაქში , და ზოგჯერ გვიწევს ღამე სახლში დაბრუნება , თუ შეიძლება რომ დაინიშნოს რამე სამუშაო(სამორიგეო) ავტობუსი რომელიც დანიშნულ დროს ვთქვათ 2:00 წაგვიყვანს სახლში , დიდი მადლობა










ბატონო გიგი ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარ საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოში, ამჟამად ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ბევრჯერ მომისმენია საინფორმაციო გადაცემებში რომ დავასაქმეთ უნარ შეზღუდულები. მეორე წელია რაც განაცხადი შემომაქვს სამსახურის თაობაზე მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოყოლია ჩემს განცხადებას.





და კიდევ ერთი - უცხოელების თვალით დანახული პრობლემა - ძველი, ამორტიზირებული ავტომანქანები, ტაქსები, მარშუტკები, მათი საშინელი გამონაბოლქვი და ხმაური, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე. დაწესდება თუ არა რაიმე სახის აკრძალვები. შეზღუდვები ან სანქციები ასეთ მანქანებზე? გმადლობთ!







ბატონო გიგი მაინტერესებს არალეგალურ მიწის ნაკვეთის და მასზედ არსებული შენობა ნაგებობების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ხომარაფერი არის კანონში ცვლილება,გამარტივებას ვგულისხმობ,რადგან კვლავ არის პრობლემა გაფორმებასთან დაკავშირებით,წლებია უკვე ხალხი ცხოვრობს ასეთ სახლებში და ჯერკიდევ ვერახერხებენ გაფორმებას,არააქვთ მისამართები და ვერხდიან კომუნალურ გადასახადებს.





ბატონო გიგი, უკვე მთელი თაობა შეწყვეტილია ცირკს -- ბავშვებს "ოპოზიციური მასხარები" არ აინტერესებენ. ნუ თუ შეუძლებელია გაირკვიოს ამ ისტორიული შენობის ფუნკციონირების საკითხი?? მფლობელი ან უზრუნველყოს ბავშვებს სიხარული, ან ჩამოერთვას იმ საფუძველზე, რომ გადააქცია პატარების სიმბოლო დავიწყებული შენობით!





რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თბილისის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარ სპონსორად კომპანია „dexus“, რომელიც რეალურად კომპანია ცენტრ პოინტს წარმოადგენს? რამდენად სწორედ მიგაჩნიათ კომპანია ცენტრ პოინტის დამაარსებლის რუსუდან კერვალიშვილის დასწრება თბილისის ეკონომიკურ ფორუმზე? ეს სარკაზმის ნიშნებს ხომ არ ატარებს?
3 hours ago ·  · 
    • Aleko Sologashvili თუ სპონსორობა შეუძლია დექსუს –ცენტრპოინტს ვალდებულებები შეასრულონ. ხალხს სული რომ ამოხადეს.
      2 hours ago · 
    • Manana Barabadze ბატონო გიგი, ძალიან ბევრი წერილი წავიკითხე თქვენს სახელზე გამოგზავნილი. და ალბათ ყველა კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. უბრალოდ მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და დიდი წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში.
      about an hour ago · 

No comments:

Post a Comment