Saturday 28 May 2011

არის თუ არა მდგრადი sustainable?



ზოგიერთმა ქართულმა ტერმინმა, ზოგიერთ შემთხვევაში, თარგმანში დაკარგა ის თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას საერთაშორისო საზოგადოებამ დაუწესა.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვენებში, ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ე.წ. "მდგრადი განვითარების" კონცეპცია (Sustainable development). ჩვენ გვაქვს ეკონომიკისა და დმგრადი განვითარების სამინისტრო მდგრადი განვითარების დეპარტამენტით; თბილისში ბოლოს ჩატარებულ ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია ევროკავშრის ენერგოეფექტურობის კვირეული და თბილისის ეკონომიკური განვითარების ფორუმი.

 მდგრადი განვათარების კონცეპცია, პირველ რიგში, გვთავზობს გადავიაზროთ საგანთა და მოვლენათა ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულება. "მდგრადი" შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრების თითქმის ყოველი ასპექტი, მაგალითად - Sustainable Food - საკვები, ან Sustainable Building - შენობა/მშენებლობა.  მაშასადამე,  არის თუ არა "მდგრადი" - sustainable  ამ შემთხვევებში?  დროა დავფიქრდეთ და გადავიაზროთ. 

"Remaking the Way We Make Things" - არის ცნობილი წიგნის, "დასაბამიდან დასაბამამდე" (ეს ჩემი ცუდი თარგმანია)  მთავარი იდეა, რომლის  ქართულად ცუდად თარგმნას ამ წიგნშვე ამოკითხული ერთი მარტივი რჩევის გამო მოვერიდები : "Being less bad is no good" და ეს  მდგრადი განვითარების ქართულ ვარიანტსაც ეხება. 

აქვე გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორის - მაიკლ ბრაუნგარტის -მონაწილეობით დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩატარებული სიმპოზიუმიდან, რომელის თემა იყო ზოგადად მდგრადი განვითარების ერთ-ერთი კონკრეტულ ხედვა - C2C (Cradle to Cradle) კონცეფცია.

No comments:

Post a Comment