Saturday 7 May 2011

შორს გადამალული წიგნიდან


რამდენიმე პწკარი ენგელსის ნაშრომიდან "მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში"

ზონირებაზე
თითოეულ მსხვილ ქალაქს აქვს ერთი ან დამდენიმე "ცუდი უბანი", რომელშიც მუშათა კლასებია თავმოყრილი. მართალია, ხშირად სიღატაკე ვიწრო შესახვევშია მოკალათებული მდიდრების სასახლეების მახლობლად. უცუდესი სახლები ქალაქის უდიდეს ნაწილში. 


ექსკლუზიურობაზე
მანჩესტერის გარდა მე არსად მინახავს მუშათა კლასის ასეთი სისტემატიური გამოცალკევება მთავარი ქუჩებიდან, ასეთი გულმოდგინე მიმალვა ყოველივე ამისა, რასაც შეუძლია ბურჟუაზიის თვალებსა და ნერვებს შეურაცხყოფა მიაყენოს.


სანიტარიულ მდგომარეობასა და ჯანმრთველობაზე
ნაგავის და ნაცრის გროვა ყველგანაა მოფენილი და კარებებიდან გადანაქცევი ნარეცხი წყლისაგან მყრალი წუმპეებია დამდგარი.აქ ცხოვრობენ ღატაკთა შორის უღატაკესნი, ყველაზე მცირეხელფასიანი მუშები, ქურდებთან, ავაზაკებთან და პროსტიტუციის მსხვერპლებთან შერეულნი. ..არავითარი ყურადღება არ ექცევა ჯანმრთელობას, ზნეობაას და თვით საყოველდღეო ზრდილობის წესებს.

"ნორმებზე და სტანდარტებზე"
"ირლანდიელებმა აღმოაჩინეს რა არის საარსებო მოთხოვნილებათა მინიმუმი, და ამას ახლა ინგლისელ მუშებს ასწავლიან." დრ. კეი.
<...> უბანში კარები არცაა საჭირო, ბინაიდან მოსაპარავი არაფერია. რა ოჯახი უნდა შეიქმნეს საცხოვრებლად უვარგის, ბინძურ ბინაში, რომელიც ოდნავ თუ გამოდგება ღამის გასათევად. ცუდი ეკონომიკური პირობები უაღრესად დემორალიზაციურ გავლენას ახდენს როგორც ცოლ-ქმარზე, ისე განსაკუთრებულად ბავშვებზე.


საცხოვრისით უზრუნველყოფაზე
Cottage system - საწარმოს მიმდებარედ მუშებისთვის შენდებოდა ბინები. ფაბრიკის მესაკუთრე აგებდა და კარგ მოგებას ნახულობდა საკუთარ ქვეშევრდომებზე ბინების გაქირავებით.


სკვორეტებზე
უბანში მეტწილი სახლები Court of Guild-მა სცნო დაძველებულად დასაცხოვრებლად გამოუსადეგად, -მაგრამ სწორედ ეს სახლებია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ვინაიდან, კანონის თანახმად, მათთვის ქირა ვერ მოითხოვება.

კონსუმერიზმზე
მრეწველობის აყვავებასთან ერთად ადგილმამულის ღირებულება გაიზარდა და რაც უფრო იზრდებოდა ის, მით უფრო არარაციონალურად ეწეოდენ მშენებლობას, ყურადღების მიუქცევლად მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და კეთილმოწყობისათვის, მარტოოდენ რაც შეიძლება მეტი მოგების მიღების მიზნით, ვინაიდან რაგინდ ცუდი იყოს ბარაკი, საიმისოდ ყოველთვის მოიპოვება ღატაკი, რომელსაც უკეთესის გაქირავება არ შეუძლია.


უსახლკაროებზე
"Refuge of the Houseless" რომელშიც შეიძლება 300 სული მოთავსდეს, გახსნის დღიდან 1844 წლის 27 იანვრიდან  17 მარტამდე ერთი ან რამდენიმე ღამე გაატარა 2740 სულმა.


საზოგადოების როლზე
ერთი ადამიანი თუ მეორეს ფიზიკურ ზიანს მიაყენებს, ისეთ ზიანს, რომ მას დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვება, ჩვენ მკვლელობას ვუწოდებთ; თუ მკვლელმა წინასწარ იცის, რომ ვნება სასიკვდილო იქნება, მის ქმედებას ჩვენ განზრახ მკვლელობას ვუწოდებთ. მაგრამ თუ საზოგადოება (აქ: საზოგადოების ძალაუფლება) ასეულ ადამიანს აყენებს ისეთ მდგომარეობაში , რომელშიც მათ  სიცოცხლე არ შეუძლიათ და რომ ამ პირობების მსხვერპლნი უნდა შეიქმნენ - ეს ისეთივე მკვლელობაა, როგორც ცალკე პირის მკვლელობის აქტი. '

No comments:

Post a Comment