Saturday, 14 May 2011

Facebook-ის კითხვარები და მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ნაწილი l


ყველასთვის ცნობილია ფრაზა "არსებობს ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა". და მაინც, ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი საკითხის ციფრებში ჩვენება ან ვიზუალიზაცია გაცილებით მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის ამ საკითხზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში "სტატისტიკის" შესახებ დამეწერა. 

1. პრობლემა იმაშია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს მსგავსად საქართველოც იმყოფება იმ სტადიაზე, როცა არკვევენ რომელი სამინისტროს რომელი დეპარტამენტი რას აკეთებს ან რა დამოკიდებულებაში არიან ისინი ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შესაბამისად ჯერჯერობით არ არის შექმნილი მონაცემთა ერთიანი ბაზა სადაც არამც ნებისმიერი მოქალაქე, ერთი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაკნი შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მოძიებას. 

2. საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახური თავის ვებ-გვერდზე ყოველთვიურად აქვეყნებს ახალ მონაცემებს მაგრამ არც ისე ბევრს. მაგალითად საიტზე სიტყვის "უსახლკარო" ძებნისას მხოლოდ 0 ჩანაწერია. 

3. ადგილობრივი თვითმმართველობების ვებ-გვერდებზეც არ მოიძებნება სტატისტიკური მონაცემები, თუმცა შეიძლება შეკეთებული კორპუსების სიის მოძებნა! საქართველოში ბოლო აღწერა - "მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა" - ჩატარდა 2002 წელს, ეს ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც აღწერილია საქართველოს საბინაო ფონდი. უდავოა, მონაცემები სასწრაფოდ საჭიროებენ განახლებას

4. საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს  პუბლიკაციებს სხვადასხვა საკითხებზე კონკრეტული ციფრების მოყვანით - X დევნილია უსახლკაროდ, მოსახლეობის X % -ს აქვს უმაღლესი განათლება,  X ლარი არის საშუალო შემოსავალი და ა.შ.; ადვილი მისახვედრია, რომ მსგავსი კვლევები არ და ვერ გაკეთდება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და, შესაბამისად, არ არის საკმარისი ქვეყანაში სიტუაციის აღსაწერად. სოციოლოგიური კვლევები თუ დაგაინტერესებთ დიდი ზღვაოსნის ბლოგზე შეიხედეთ.

5. სოციალური მედია აქტიურად ჩაერთო მოსახლეობს გამოკითხვაში. არ ვიცი  Facebook-ის "კითხვარებს" ვინმე თუ გამოიყენებს და რამდენადაა ისინი რეპრეზენტატული, მაგრამ ფაქტია - საკუთარი აზრის დაფიქსირების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.


No comments:

Post a Comment