Sunday 30 January 2011

ანგარიში საქართველოს შესახებ. ევროკომისია 2010

ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტირომელიც თან ახლავს
ევროკომისიის კომუნიკაციას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მონიტორინგი
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება 2009 წლის განმავლობაში:
ანგარიში საქართველოს შესახებ
(ამონაწერები)

დეცენტრალიზაციის სფეროში მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული სტრატეგიის პროექტი კვლავ ტექნიკურ ეტაპზე რჩება. 2009 წლის ბოლოსთვის შემოთავაზებული იყო საკანონმდებლო ცვლილებები თვითმმართველობის შიდა ორგანიზაციულ საკითხებში და მუნიციპალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ წესებში. ეს ცვლილებები შეეხებოდა რეგიონული განვითარების სტრატეგიის მოსალოდნელ მიღებას 2010 წლის მარტში. ყველაზე  მნიშვნელოვანი საკითხი – დაფინანსების სისტემის დეცენტრალიზაცია –საერთოდ არ ყოფილა განხილული; ხარჯების 90%–ის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უმრავლესობა ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
 დასაქმება და სოციალური პოლიტიკა
სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია. 2009 წელს ღარიბი მოსახლეობის ოდენობა 27.8%–ით განისაზღვრა, ხოლო კრიზისმა დასაქმების და შემოსავლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს შორის იყო ასაკის პენსიის გაორმაგება, ერთჯერადი ფულადი დახმარება და ნატურით დახმარება (საწვავის და ძირითადი საკვები პროდუქტების ჩათვლით). 2008 წლის პროგრამის ,,საქართველო სიღარიბის გარეშე“ განხორციელება გლობალური კრიზისის გამო შეფერხდა და მთელი ყურადღება სიღარიბის დაძლევიდან სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალური დახმარების გაუმჯობესებაზე გადავიდა.
2009 წლის თებერვალში დამტკიცდა უნარშეზღუდულთა, მოხუცთა და უსახლკარო ბავშვთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა. ის სხვადასხვა სახის სოციალურ მომსახურებას სთავაზობს უნარშეზღუდულებს, მოხუცებს და უსახლკარო ბავშვებს (2010 წლისთვის 13.7 მლნ ლარი, 11 დაახლოებით 5.8 მლნ ევროა გამოყოფილი). უმუშევართათვის უმუშევრობის დახმარება ან სოციალური დახმარება არ არის გათვალისწინებული.
ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო საზოგადოება, კვლევა და განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს შექმნილმა გაერთიანებულმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა სახის ტრანსპორტის განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, კვლავაც აცილებელია, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდა. საგზაო სექტორში გრძელდება უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე მცდელობა გზების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებისა. მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირების
განმტკიცების მიზნით, საქართველო ცდილობს განავითაროს მულტიმოდალური (გზა–რკინიგზა–ბორანი) ხაზი, რომელსაც ბათუმი–ფოთი–ილიჩოვსკის საბორნე კავშირზე ნაკლები დრო დასჭირდება.
2008 წლის განახლებადი ენერგიის სახელმწიფო პროგრამაზე დაყრდნობით საქართველომ მცირე ჰიდროელექტროსადგურები განავითარა.
წინსვლა არ აღინიშნება ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების კანონპროექტთან დაკავშირებით. კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ მომზადების სტადიაშია. სამოქმედო გეგმის შესრულება ითვალიწინებს მეტ ძალისხმევას ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების წყაროების სფეროში. კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო შეთანხმებისთვის საქართველომ წარმოადგინა მეორე ეროვნული კომუნიკაცია კლიმატის ცვლილების შესახებ, სადაც აღწერილია ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და კონვენციის განსახორციელებისთვის დაგეგმილი ნაბიჯები. საქართველომ განსაზღვრა 2010–2012 წლების სტრატეგიული პრიორიტეტები კლიმატის ცვლილების სფეროში. დაგეგმილია კლიმატის ცვლილების საერთო სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მეორე ეროვნული კომუნიკაციის შედეგები. გადაიდგა ნაბიჯები კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობიარე რაიონებში ადაპტაციაზე მიმართული ღონისძიებების მოსამზადებლად.
გასულ წლებთან შედარებით საქართველომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო გარემოსდაცვით პოლიტიკას და კანონმდებლობას. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აგრძელებდა მუშაობას გარემოს დაცვის მეორე ეროვნულ გეგმაზე და მოამზადა სტარტეგია, რომელიც სამინისტროს 2009-2013 წლების ძირითადი პრიორიტეტებს მოიცავდა. საკანონმდებლო ჩარჩო შემდგომ განვითარებას საჭიროებს, განსაკუთრებით ნორმატიული აქტების შემუშავების თვალსაზრისით. მზადდება ახალი გარემოსდაცვითი კოდექსი, რომელიც მოიცავს ახალ ჩარჩო კანონებს საკვანძო გარემოსთან დაკავშირებულ სექტორებში. მომზადდა, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული საზღვაო ზოლის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია. მიმდინარეობს მუშაობა მეტყევეობის სფეროში პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტზე. გადაიდგა
ნაბიჯები ვადაგასული პესტიციდების ინვენტარიზაციის, შეგროვების, შეფუთვის და უტილიზაციის საქმეში. მუდმივი ყურადღება უნდა დაეთმოს არსებული ხერხების გამოყენებას და დასახული გეგმების განხორციელებას, ასევე უფრო მკაცრ მონიტორინგსა და შესრულებას.

სრულად

No comments:

Post a Comment