Tuesday 11 January 2011

ზურმუხტ-ქალაქი

ზურმუხტ-ქალაქის ჯადოქარს XXI საუკუნეში რომ ეარსება, დარწმუნებული ვარ, თავის  ერთ-ერთ რეზიდენციად დანიის დედაქალაქს - კოპენჰაგენს აირჩევდა. 2009 წელს სწორედ ეს ქალაქი დასახელდა საუკეთესოდ კომპანია "სიმენსის" მიერ დაფინანსებული კვლევის  - "ევროპის მწვანე ქალაქის ინდექსის" - მიხედვით:


European Green City Index

"ეკონომისტ ინტელიჯენტ იუნიტმა" ("The Economist Intelligence Unit") ევროპის 30 ქვეყნის 30 ქალაქში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, თუ რამდენად "მწვანეა" ევროპის ძირითადი ქალაქები.  ეს ინდექსი აფასებს ქალაქის არსებულ გარემოსა და მასზე ზეგავლენას (environmental performance), ასევე ბუნებრივ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისკენ მიმართულ  დაგეგმილ ღონისძიებებს. 
 
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში სათბური გაზების 80%  სწორედ ქალაქები ქმნიან, ამიტომ საჭიროა ურბანული გარემოს გაუმჯობესება. ევროპაში ეს პროცესი უკვე დაწყებულია: ევროკავშირის ეგიდით 2008 წელს ამოქმედდა ე.წ. "მერების შეთანხმება", რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასზე მეტი ქალაქი შეუერთდა, მათ შორის თბილისიც, 2010 წლის 12 აპრილს).  შეთანხმება ავალდებულებს ქალაქს 2020 წლისათვის ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში სათბური გაზების (CO2)-ის ემისიების  მინიმუმ 20%-ით შემცირებას.  





ევროპის მწვანე ქალაქის ინდექსი ფასდებოდა 8 კატეგორიის (CO2)-ის ემისიები, ენერგია, შენობა-ნაგებობები, ტრანსპორტი, წყალი, ნარჩენები და მიწის მართვა, ჰაერი, გარემოს მართვა) 30 ინდიკატორის მიხედვით. მდგომარეობის უკეთ აღსაქმელად შედეგები გამოსახულია გრაფიკული დიაგრამების საშუალებით, სადაც ცენტრში გამუქებული ნაწილი  ასახავს შესწავლილი ქალაქების საერთო საშუალო მდგომარეობას, ხოლო მუქი მწვანე ხაზი ერთ კონკრეტულ ქალაქს.


        საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:


მართალია, ევროსაბჭომ თბილისს "12 ვარსკვლავიანი" ქალაქის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ თბილისის შეფასება მსგავსი ინდიკატორებით ჯერ არ გაკეთებულა (ან ჯერ არ გამოქვეყნებულა). მსგავსი მონაცემების არსებობის შემთხვევაში ქალაქის განვითარების პოლიტიკა გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდა. თავად "მწვანე ინდექსის" ავტორები აღნიშნავენ, რომ "მაღალი ევროპული იდეალები" საკმაოდ ძნელი მისაღწევია  რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო: "ფული მნიშვნელობს" - მდიდარი ქალაქი უფრო ამბიციურია; "ისტორია მნიშვნელობს" - პოსტ საბჭოთა ქალაქები ახლა იწყებენ მართვის მექანიზმების დახვეწას; "ხალხი მნიშვნელობს" - თვითმმართველობა: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პირდაპირ პროპორციულია ქალაქის კეთილდრეობისა; "ევროპა მნიშვნელობს" - ევროპული ქალაქები იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირის ფონდებიდან; "ადგილმდებარეობა მნიშვნელობს" - ქალაქის მდგრადი განვითარება დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობაზე და, რაც მთავარია, მათ სწორად გამოყენებაზე.



 როგორც ჩანს, ჩვენ ბევრი გვაქვს გადასააზრებელი. მაგალითად, 2010 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქის ჯილდოს მფლობელი - ქ.სტოკჰოლმი ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში (არა, ჩვენ მაინც სხვა ვართ):  (CO2)-ის ემისიების შემცირების და მგზავრობის კომფორტის ასამაღლებლად  ყიდულობენ ახალ ძვირადღირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. "სტოკჰოლმის ტრანსპორტის" გარემოს მენეჯერი სტეფან ვალინი კი სახსრების ასეთ განაწილებაზე ამბობს რომ ეს პოლიტიკური ხედვაა, რომლისთვისაც ღირს გადახდა ("so far the political view is that we are ready to pay that premium").
პორტრეტი: კოპენჰაგენი, დანია



1 comment:

  1. კომენტარები ფეისბუქიდან. 11.01.11

    #
    Shio Deme სატრანსპორტო რეგულირების კომპიუტერიზირებული, ძალიან ძვირადღირებული, სისტემა შეიძიდა კოპენჰაგენმა თუ სტოგჰოლმა აღარ მახსოვს:D ჩვენ მზიურში დახარჯული 90 მილიონის მეთედი კვლევებში რომ ჩაგვედო და გაგვეგო მარტლა რა სჭირდება ამ ქალაქს კარგი იქნებოდა.
    9 hours ago · UnlikeLike · 1 personYou like this.
    #
    Elena Darjania მართლა ვფიქრობ რითი უნდ აშევამციროთ 20% CO2??? რითი ხელმძღვანელობს ჩვენი ქალაქი???
    9 hours ago · LikeUnlike
    #
    Shio Deme სანამ არ გამოვიკვლევთ ვერც გავიგებთ.
    9 hours ago · LikeUnlike
    #
    Shio Deme ერთი რაღაცა აშკარაა - ენეგო ეფექტურობა (ყველაფერი რომ ციმციმებს და ბრდღვიალებს 24 საათი))) და სატრანსპორტო პრობლემატიკა (გზების გაგანიერება)... სამშენებლო მასალები კიდევ სხვა საკითხია
    9 hours ago · LikeUnlike
    #
    Vaxo Nemsadze co2 elen evro standartic benzinit unda shemcirdeba da savecki manqanebi roagar ivlian 20 itac da metitac :)) voot:P es tqva tvit vaxom da wyali ar gauva :)))
    3 hours ago · Like

    ReplyDelete