Monday 31 January 2011

სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში.

ქ.თბილისში განხორციელებული პილოტ-პროექტის მიმოხილვა. 

შვეიცარიის განვითარების სააგენტოს SDC ინიციატივით საქართველოს რამდენიმე ქალაქში განხორციელდა საპილოტო პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“, რომელშიც ჩართული იყო რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია: გაერო- ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), იტალიის განვითარების კოოპერაცია (Italian Development Cooperation), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორისა და ზუგდიდის თვითმმართველობები.
2007 წლის სექტემბერში მოცემული პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში, ვარკეთილის III მასივის მეორე მიკრორაიონში, დაიწყო სოციალური სახლების მშენებლობა. მოცემული პროექტის მიზანი იყო უსახლკარო, კოლექტიურ ცენტრებში და/ან არაადეკვატურ საცხოვრებლებში მცხოვრები სოციალურად ყველაზე დაუცველი ადგილობრივი და იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით მდგრადი და ხანგრძლივი გზით უზრუნველყოფა.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), როგორც პროექტის პარტნიორმა, უზრუნველყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური დეპარტამენტების კადრების პროფესიული მომზადება სოციალური სახლების მაცხოვრებლებისათვის სოციალური მომსახურების გაწევის მათი ქმედუნარიანობის მიზნით.

საკითხი, რომელზეც დღემდე მიდის მსჯელობა ქართულ მედია-სივრცეში არის ბენეფიციართა სიების შედგენის კრიტერიუმები. საიტზე “humanrights.ge - ვებ პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ“ - განთავსებული ინფორმაციის მიხედვით  კრიტერიუმები, რის მიხედვითაც  ოჯახების შერჩევა მოხდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდმასაქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთანერთად შეიმუშავა. ბენეფიციართა შეფასების პროცესში უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი სააგენტო. ჩვენი ორგანიზაციის სახელით პროექტის დანარჩენ პარტნიორებთან ერთად შეფასების ვიზიტებზე დადიოდნენ საგანგებოდ დაქირავებული და გამოცდილი სოციალური მუშაკები, რომლებიც ადგენდნენ კონკრეტული ოჯახების წაყენებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხს. შემუშავდა 3 ძირითადი კრიტერიუმი: ოჯახი უნდა ყოფილიყო თბილისში რეგისტრირებულისოციალურად დაუცველი და არ უნდა ჰქონოდა საკუთრებაში საცხოვრებელი“, – ამბობს თამარ  წივწივაძე აღნიშნულ გამოცემასთან ინტერვიუში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი. იმავე წყაროს ცნობით გია მამრიკიშვილმა, მერიის სოციალური მომსახურებისა კულტურის საქალაქო სამსახურის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის განყოფილები უფროსმა განაცხადა, რომ: ჩვენ, დონორ ორგანიზაციებს  კვოტების დადგენა შევთავაზეთ. ჩვენი შეთავაზება გულისხმობდა სახლების 60 პროცენტის დევნილი ოჯახებისთვის, 40 პროცენტისა კი არადევნილი ოჯახებისთვის გადაცემას. ამ კომპრომისზე ეს ორგანიზაციები წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, დევნილი და არადევნილი ოჯახები, არჩევის პოცესში ერთმანეთის კონკურენტები არ ყოფილან, რადგანც ისინი წინასწარ განსაზღვრული კვოტების მიხედვით შეირჩნენ.

ამ ეტაპზე თბილისში საცხოვრებლით 52 ოჯახია დაკმაყოფილებული. პირველ ეტაპზე 28 ოჯახი შეირჩა, მეორე ეტაპზე კი კეთილმოწყობილი ბინები კიდევ 10 ადგილობრივ და 14 დევნილ ოჯახს გადაეცა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით "რჩეულთა სიისმიღმა დარჩენილი ზოგიერთი ბენეფიციარი მიიჩნევს, რომ სახლები უსამართლოდ განაწილდა
პრობლემამ მაშინ იჩინა თავი, როცა აღმოჩნდა, რომ პირველ ეტაპზე შერჩეულ ბენეფიციარ ოჯახთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა არსებული ბინების რაოდენობასსაკითხი კენჭისყრამ გადაწყვიტა და ათასზე მეტი  ბენეფიციარიდან, ათი  ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა: „ეს ოჯახები, თავიანთი  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ფაქტობრივად არ განირჩეოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ იძულებულნი გავხდით, საბოლოო არჩევანი კენჭისყრის პრინციპით გაგვეკეთებინა“, - ამბობს გია მამრიკიშვილი.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია მოცემული პროექტის გაგრძელება, მაგრამ მთავრ დაბრკოლებად კვლავ ბენეფიციართა სიები რჩება.
ვის ერგება სახლი?  („FINANCIAL.ge“,  28/07/2010) სტატიდან ჩანს რომ მერიის მიერ შედგენილი სია საკმაოდ დიდია: "უახლოეს მომავალში 1300 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან საცხოვრებელს 10 ოჯახი მიიღებს."

No comments:

Post a Comment